საბოლოო ამოცანაა, რომ თბილისს, რუსთავს და მცხეთას ჰქონდეთ წყლით მომარაგების ის დონე, რომელიც შეიძლება ევროპის სხვა დედაქალაქებს შევადაროთ, - ამის შესახებ კომპანია Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილიმ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში ჩამოსვლიდანვე მუშაობს გენერალურ გეგმაზე, რომელიც აფასებს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და დროთა განმავლობაში მის განვითარებას.
მან ასევე განმარტა რატომ დაინტერესდა Aqualia საქართველოში ინვესტირებით.
„საქართველო გახლავთ ძალზედ დინამიკური ქვეყანა ინვესტიციებთან მიმართებაში, ძალზედ მიმზიდველი იყო ის ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში. რეალურად, ჩვენ ვთვლიდით, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინვესტორებისთვის და ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისთვის. ბიზნესის წარმოების სიმარტივე საქართველოს ეკონომიკის გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიღებაში. ამჟამად კომუნალური მომსახურების სისტემა საქართველოში განვითარებულია, იძლევა დაცვის მექანიზმს ინვესტორებისთვის. ლარის სტაბილურობაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გადამწყვეტია ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ბოფილიმ.
Aqualia-მ საქართველოში საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო.
უახლესი
3 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა