26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაშიმიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკისკოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზემიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნოკომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული დათავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა მოხელეთა მიერპოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, რომელიც ხელსშეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესისმიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.
ეთიკის კოდექსის გაფორმება ყოველი არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. მასზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები აღიარებენ და იღებენვალდებულებას, იყვნენ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომარჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნებისჩასატარებლად. 2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკისკოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდებადა არჩევნების დანიშვნის შემდგომ ჯერ ცესკოს, შემდგომ კი ქვედა დონის საარჩევნო კომისიებისწევრები კომისიების დაკომპლექტებიდან მალევე მოაწერენ ხელს.
უახლესი