დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააგენტო „აწარმოე საქართველოში"მენეჯერთა გადამზადების პროგრამას გეგმავს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში"მენეჯერთა გადამზადების პროგრამას გეგმავს

06-02-2024 16:21:00

სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს, დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები.

პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამის ძირითადი მიზნები:

  • გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
  • გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერებს, კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც  დაინტერესებულნი არიან, გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებით, გაღრმავებით ან/და გააქტიურებით.

აუცილებელი მოთხოვნაა, კომპანია 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალურ  ფორმატზე და შედგება 3 ფაზისგან:

  • I ფაზა - მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
  • II ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან;
  • III ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 2 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

შერჩევის პროცესი:

  • დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  • მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ;
  • შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
  • გაიმართება გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან;
  • საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს:

*გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები გამოგვიგზავნით, არაუგვიანეს  2024 წლის 10 მარტისა შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: applypwg@gmail.com (თემა:Partnering in Business with Germany - სახელი და გვარი).

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: Business with Germany – Partnering in Business with Germany (managerprogramm.de)

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

რა არის ბრომატი?

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები