სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართველ დიზაინერებს და კომპანიებს ბავშვის ტანსაცმლის უდიდეს გამოფენაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შეახებ ინფორმაცია სააგენტომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ბავშვის ტანსაცმლის უდიდეს გამოფენაზე - Pitti Immagine Bimbo რეგისტრაცია დაიწყო.
თუკი გსურთ, თქვენი ბრენდი Pitti Immagine Bimbo-ს საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინოთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/4kXDDZJ
გამოფენა ჩატარდება ქ. ფლორენციაში, 2025 წლის 25-27 ივნისს. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 აპრილი
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ნომერზე: 1525“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი
4 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია