დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსი მილიარდერები წლის დასაწყისიდან 32 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ

რუსი მილიარდერები წლის დასაწყისიდან 32 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ

05-08-2023 23:50:21

Bloomberg-ის მიერ შედგენილი Billionaires Index-ის მიხედვით, რუსი მილიარდერების ერთობლივი ქონება წლის დასაწყისიდან 32 მილიარდი დოლარით გაიზარდა. რეიტინგში 22 ბიზნესმენია რუსეთიდან, სულ რეიტინგში 500 სახელია.

რუსები მილიარდერების საუკეთესო ხუთეული ასე გადანაწილდა:

ვაგიტ ალეკპეროვი, LUKOIL-ის დამფუძნებელი და თანამფლობელი: მისი ქონება გაიზარდა 5,91 მილიარდი დოლარით და 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვლადიმერ ლისინი, ნოვოლიპეცკის მეტალურგიული საწარმოს (NLMK) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მთავარი აქციონერი: მისი ქონება გაიზარდა 4,98 მილიარდი დოლარით და 24,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ლეონიდ მიხელსონი, NOVATEK-ის საბჭოს თავმჯდომარე და უმსხვილესი თანამფლობელი: მისი ქონება გაიზარდა 2,73 მილიარდი დოლარით და 27,4 მილიარდი დოლარი შეადგინა;

ლეონიდ ფედუნი, Lukoil-ის თანამფლობელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: მისი ქონება გაიზარდა 2,35 მილიარდი დოლარით და 8,22 მილიარდი დოლარი შეადგინა;

გენადი ტიმჩენკო, NOVATEK-ის და Sibur-ის აქციონერი: მისი ქონება გაიზარდა 2.27 მილიარდი დოლარით და 14.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

29,8 მილიარდი დოლარის ქონებით უმდიდრეს რუს მილიარდერად რჩება ასევე Nornickel-ის ხელმძღვანელი ვლადიმერ პოტანინი. თუმცა, წლის დასაწყისიდან მან 185 მილიონი დოლარი დაკარგა.

2023 წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ზარალი დაღესტნის სენატორ სულეიმან კერიმოვს აქვს. (მინუს 525 დოლარი მილიონი).

ნეგატიური დინამიკა ჰქონდა რომან აბრამოვიჩსაც (დაკარგა 308 მილიონი დოლარი) და ვიაჩესლავ კანტორს, მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიების Acron ჯგუფის მთავარ მფლობელს (მისი ქონება 243 მილიონი დოლარით შემცირდა).

2022 წელს კანტორი უმდიდრესი რუსი მილიარდერების ათეულში ლიდერობდა - გასულ წელს მისი ქონება გაორმაგდა.
გლობალური სიის ლიდერია Twitter-ის მფლობელი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი. წლის დასაწყისიდან მის ქონებას 105 მილიარდი დოლარი დაემატა, რაც მას 242 მილიარდი დოლარით პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცევს. Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო Amazon.com-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 49,9 მილიარდი დოლარით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები