დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირი სამწუხაროს უწოდებს

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირი სამწუხაროს უწოდებს

16-05-2023 17:09:02

წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას  ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის  გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან რუსეთის ტერიტორიის თავზე.

ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

სამწუხაროდ,  ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელი შარშანაც დაბალი 44%-დან წელს ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე დაიწია.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სტანომ. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები