დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია - საქსტატი

რუსეთი იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია - საქსტატი

21-08-2023 11:14:26

საქსტატის ცნობოთ, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი (323.6 მლნ. აშშ დოლარი);
  • თურქეთი (236.7 მლნ. აშშ დოლარი);
  • ჩინეთი (217.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი) (217.5 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 583.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.0 პროცენტით შემცირდა და 1 728.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები