დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

15-02-2023 18:35:10

რუსეთი თერთმეტ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, ხოლო ექვსთან - ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურის შემოღებას გეგმავს.

ამის შესახებ ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე განაცხადა.

„სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით, - გამარტივებული პირობები, სრულიად მარტივი. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის 1-ელ მარტს გააუქმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები