დაბალი ხელფასის მაჩვენებლით ხასიათდება სოფლის მეურნეობა, განათლების სექტორი და ჯანდაცვა, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. გოგიტა თოდრაძის განმარტებით, საქსტატი აღნიშნული მაჩვენებლების დაანგარიშებისას საბოლოოდ აკეთებს ორი სახის სტატისტიკას: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და მედიანური ხელფასი.
„დიახ, ხელფასების სტატისტიკის მიმართულებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვისაც ვატარებთ კვლევებს, პლუს ადმინისტრაციულ მონაცემებს ვამუშავებთ. ხელფასების სტატისტიკის ნაწილში 2 მთავარი მაჩვენებელი გვაქვს: ეს არის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და მეორე მედიანური ხელფასი, რომელსაც ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ICT სექტორი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სადაც ყველაზე მაღალია დღეს შრომის ანაზღაურება, მეორე ადგილზე არის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და მესამე ადგილს იკავებს ხშირ შემთხვევაში მშენებლობის სექტორი, თუმცა მშენებლობაში ძალისმიერ სამუშაოსთან არის ის დაკავშირებული. შედარებით, დაბალი ხელფასის მაჩვენებლით ხასიათდება სოფლის მეურნეობა სამწუხაროდ, განათლების სექტორი და ჯანდაცვა, რადგანაც იქ საშუალო კვალიფიკაციის მედ პერსონალს შედარებით დაბალი აქვს შრომის ანაზღაურება და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და საშუალო მაჩვენებელზე ის დიდ გავლენას ახდენს“, - განაცხადა თოდრაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია