საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში კომერციულმა ბანკებმა ლარში 633.62 მილიონის, ხოლო უცხოურ ვალუტაში ₾968.12 მილიონის სესხი გასცეს.
როგორი იყო მიზნობრიობა და საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე - 2023 წლის ივნისი:
სამომხმარებლო სესხი (ლარში) - 17,58%;
იპოთეკური სესხი (ლარში) - 12,83%;
ბიზნეს სესხი (ლარში) - 16,36%;
ავტო სესხი (ლარში) - 20, 02%;
სალომბარდე სესხი (ლარში) - 19,20%
სხვა სესხები (ლარში) - 28,19%.
ივნისის ტენდენცია აჩვენებს, რომ სამომხმარებლო სესხები ლარში წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაძვირდა, ხოლო იპოთეკური სესხები 0,5%-ით გაიაფდა. ასევე 0,3%-ით შემცირდა ივნისში საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხებზე, ხოლო ავტო სესხები 0,7%-ით გაძვირდა, ხოლო სალომბარდე სესხები 0,1%-ით გაიაფდა.
როგორი იყო მიზნობრიობა და საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე - 2023 წლის ივნისი:
სამომხმარებლო სესხი -7,42%
იპოთეკური სესხი -6,21%;
ბიზნეს სესხი - 9,02%;
ავტო სესხი - 8,48%;
სალომბარდე სესხი - 16,09%;
სხვა სესხები - 13,83%.
ივნისის ტენდენცია აჩვენებს, რომ სამომხმარებლო სესხები უცხოურ ვალუტაში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო სესხი 0,13%, ხოლო იპოთეკური სესხი 0,12% გაძვირდა, ბიზნეს სესხები, თითქმის 1%-ით გაიაფდა, ხოლო ავტოსესხები 0,26%-ით, ხოლო სალომბარდე სესხები 0,17%-ით გაძვირდა.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა