2023 წლის განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყველაზე ძვირად ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N379-ში მიმდებარე ობიექტი გაასხვისა, რაშიც ახალმა მფლობელმა 4 600 000 ლარი გადაიხადა.
როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2023 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადდა 178 ელექტრონული აუქციონი, სულ 2023 წელს პრივატიზებულ იქნა 18 ქონება, მათ შორის - 5 მოძრავი და 13 - უძრავი ქონება (აქედან 2 უპირობო და 11 პირობებიანი). პირველად აუქციონზე პრივატიზებულ იქნა 11 ქონება, მათ შორის 2 მოძრავი ქონება და 9 უძრავი ქონება.
2023 წელს განმეორებით გამოცხადდა რამდენიმეჯერ სულ 43 ობიექტზე, მათ შორის 34 უძრავ და 9 მოძრავ ქონებაზე.
2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არაფინანსური აქტივების კლებაში გათვალისწინებული იყო 80 415 700 ლარი, რომელიც დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, არაფინანსური აქტივების კლებაში გათვალისწინებული თანხა 40 415 700 ლარი, საიდანაც წლის ჭრილში შესრულებამ შეადგინა 37 199 100 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, სადაც არაფინანსური აქტივების კლებაში გათვალისწინებული იყო 98700000 ლარი, წლის ჭრილში შესრულებამ შეადგინა 34 578 800 ლარი.
2023 წელ ჩატარებული აუქციონებიდან ფასის მიხედვით ძვირადღირებული ობიექტები არის შემდეგი:
უახლესი
31 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს50 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”