სებ-ის მიხედვით, 2024 წლის ივლისში ფულადი გზავნილები, მცირედით, წლიურად 1.8%-ით შემცირდა და 298.1 მლნ აშშ დოლარი შედგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 20.9%-იანი კლების შემდეგ.
ამასთან, წინა თვესთან შედარებით გზავნილები 6.1%-ით არის გაზრდილი.
Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან:
ევროკავშირი (+9.5%, მთლიანის 44.9%);
აშშ (+24.5%, მთლიანის 16.9%) ;
ისრაელი (+22.2%, მთლიანის 7.3%).
ამასთან, ფულადი გზავნილების კლება კვლავ დაფიქსირდა რუსეთიდან (-38.6% წ/წ, მთლიანის 15.3%) და ყაზახეთიდან (-35.9% წ/წ, მთლიანის 3.5%).
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 27.0%-ით შემცირდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
უახლესი