საქართველოში ხორცის წარმოება საშუალოდ წელიწადში 2.4%-ით გაიზარდა 2017-22 წლებში და 2022 წელს 74.6 მლნ კგ-ს მიაღწია. ყველაზე მაღალი ფრინველის ხორცის წარმოებაა, ხოლო შემდგომ საქონლის და ღორის ხორცის.
ყველაზე მაღალი ზრდა 2017-22 წლებში ღორის ხორცის წარმოებას ჰქონდა, მიუხედავად 2022 წელს წლიური 5.0%-იანი კლებისა. წინა წლების დინამიკისგან განსხვავებით, 2022 წელს წლიურად გაიზარდა საქონლის, ცხვრის და თხის ხორცის წარმოება, ხოლო ფრინველისა და ღორის შემცირდა.
წარმოების ზრდის მიუხედავად, საქართველოს დამოკიდებულება იმპორტზე მაინც მაღალია და ხორცპროდუქტების იმპორტი 2022 წელს 32.5%-ით 25.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოში ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი - 50%-ია.
ხორცის იმპორტი ქვეყნების მიხედვით, 2022 წელს:
ბრაზილია - 36%;
თურქეთი - 12%;
ჩინეთი - 8%;
უკრაინა - 7%;
ნიდერლანდები - 6%;
სხვა - 31%.
უახლესი