დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები დაემატება საქართველოს ავიაბაზარს - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება

რომელი ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები დაემატება საქართველოს ავიაბაზარს - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება

17-01-2025 16:00:00

 ჩვენი ამბიცია არის ის, რომ მომდევნო ტურისტული სეზონი უნდა იყო გასულ ტურისტულ სეზონზე წარმატებული, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ყველაფერი გაკეთდება და კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს. 

„ჩვენი გეგმა და ჩვენი ამბიცია არის ის, რომ მომდევნო სეზონი უნდა იყო გასულ სეზონზე წარმატებული. რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გვყავდეს კიდევ უფრო მეტი ტურისტი. უნდა იყოს კიდევ უფრო მდგრადი და დივერსიფიცირებული ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია. უნდა მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი. 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირდაპირი ბმა დავინახოთ ტურიზმის მდგრად განვითარებასა და პირდაპირ ფრენებს შორის. ამ მხრივ 2024 წელის იყო ისტორიული, წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. 10 ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთ მიმდინარე მოლაპარაკებები და 13 ახალი მიმართულება დაემატა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფრენები ჩვენს ქვეყანაში: ყველასთვის საყვარელი Austrian Airlines-ი ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებაზე, Transavia, რომელმაც ფრენები დაიწყო ნიდერლანდებიდან, ისევე როგორც საფრანგეთიდან. იმავდროულად გაიზარდა სიხშირეები ისრაელიდან, ფაქტობრივად კვირაში 52 სიხშირით ხდება ოპერირება. და რაც მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები British Airways-სთან და easyJet-თან. ეს არის გასული წლის სიახლე, თუმცა მათი შემოსვლა ჩვენ ავიაციის ინდუსტრიაში მოხდება მიმდინარე წელს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, წელი დაწყებული არ არის და უკვე ვიხილეთ New York Times-ის, ისევე როგორც Financial Times-ის სტატიები, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც 2025 წლის ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება. ასევე, Financial Times-მა ისაუბრა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და რამხელა წარმატებაა ქვეყნისთვის, რომ  British Airways-ი და easyJet-ი იწყებენ ფრენებს.

„რა თქმა უნდა გაქვს მოლოდინები, რომ საგრძნობლად გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან. იმავდროულად მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიმდინარე წელს ჩვენ სრულიად ახალი მიმართულება დაგვემატება პირდაპირი რეისების კუთხით, საუბარია შვეიცარიაზე. ერთის მხრივ ჩვენ  easyJet-თან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება, მაგრამ იმავდროულად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება შვეიცარიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Edelweiss-თან და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება პირდაპირი ფრენები შვეიცარიის ორ აეროპორტში ციურიხსა და ჟენევაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები