მიმდინარე პერიოდისთვის, კომერციული ბანკების მიერ ქვეყნის მასშტაბით ლარში გაცემული სესხების მიხედვით თბილისი ლიდერობს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით თბილისში გაცემული სესხების მოცულობამ 15 931,7 მლნ-ს შეადგენდა, რაც მთლიანად კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 61%-ია.
საქართველოს დედაქალაქში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ივნისში მაისთან შედარებით 3%-ითა გაზრდილი.
კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთი, რომელზეც მთლიანი სესხების 8%-ი მოდის. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით იმერეთში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2 087,2 მლნ-ს შეადგენს.
მესამე ადგილზე კი აჭარაა, რომელზედაც კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების 7%-ია, ანუ 1 921,5 მლნ ლარი.
საგულისხმოა, რომ კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 25 938,6 მლნ ლარს შეადგენს.
უახლესი
25 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა