დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ვითარება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

როგორია ვითარება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

25-02-2025 16:20:00

ტავ ჯორჯიას მიერ წარმოებული აქტიური სამუშაოების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური  აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა.   დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის  გათვალისწინებით იღებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. ტავ ჯორჯიამ, თავისივე  რესურსებით  აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.

ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები