თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ ამავე აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 18%-ითაა გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 45%-ის დონეზეა.
2025 წლის იანვარ-თებერვალში TAV Georgia-ს მმართველობაში მყოფი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 756 824 მგზავრს მოემსახურნენ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 642 616 მგზავრს, ხოლო 2019 წლის პირველ ორ თვეში 520 860 მგზავრს.
რაც შეეხება თითოეული აეროპორტის მიერ მიღებულ მგზავრთნაკადს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 659 736 მგზავრი გაატარა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდი კი 581 923 მგზავრი.
აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის პირველ ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ (2019) მონაცემებთან შედარებით ზრდა 34%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტმა სულ 490 608 მგზავრი მიიღო.
TAV Georgia-ს მონაცემებითვე, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 60%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ (2019) მონაცემებთან შედარებით 221%-ით.
2025 წლის იანვარ-თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 97 088 მგზავრი მიიღო, 2024 წლის ორ თვეში 60 693 მგზავრი, ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვალში 30 252 მგზავრი.
უახლესი
5 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე