დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია SpaceCargo-ს გაფართოების გეგმები და რა სერვისებს სთავაზობს კომპანია ბაზარს

როგორია SpaceCargo-ს გაფართოების გეგმები და რა სერვისებს სთავაზობს კომპანია ბაზარს

24-10-2024 18:45:00

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია SpaceCargo • სფეის კარგო ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება და ახალ სერვის ცენტრებს ხსნის. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ერაძე აცხადებს, წლის ბოლომდე SpaceCargo ქვეყნის მასშტაბით კიდევ 3 ფილიალს დაამატებს. 

„კომპანია „სფეის კარგო“ განვითარების გეგმის თანახმად, 2024 წლის ბოლომდე კიდევ 3 სერვის ცენტრს ხსნის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება, ამატებს თანამშრომლებს, ხსნის ფილიალებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. 2023 წელს „სფეის კარგომ“ დაამატა ფილიალები თბილისში, კერძოდ ვარკეთილსა და გლდანის ტერიტორიაზე, ასევე ქალაქ ქუთაისში. მიმდინარე წელს კომპანიას დაემატა სერვის ცენტრი ახალციხეში, 2024 წლის ნოემბერში კი იხსნება ქალაქ რუსთავში და გორში. ხოლო თბილისს კიდევ ერთი სერვის ცენტრი შეემატება დიდ დიღომში. ნოემბერში კომპანია წარმოდგენილი იქნება 10 სერვის ცენტრით“, - განმარტავს SpaceCargo-ს აღმასრულებელი დირექტორი.

SpaceCargo-ს ბაზარზე ოპერირებისთვის დღეისათვის რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, მათ შორისაა საკუთარ საწყობები ჩინეთსა და აშშ-ი.

„SpaceCargo ბაზარზე გამოირჩევა სწრაფი სერვისით, ჩვენ ვფლობთ საკუთარ საწყობებს ჩინეთსა და აშშ-ი, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამანათი, ან ტვირთი დროულად მივიტანოთ მომხმარებლამდე. კომპანია ყოველ დღიურად ზომავს მომხმარებლის კმაყოფილებას და ლოიალურობას, ჩვენი მომხმარებლების 98%-ი. ე.წ. პრომოუტერია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს მომხმარებელს ნამდვილად ვუყვარვართ, რაც ძალიან გვახარებს. 

SpaceCargo-ში ძირითადად გვაქვს ორი დეპარტამენტი: საცალო მიმართულება, რომელიც კონცენტრირებულია ელექტრონულ კომერციაზე და ძირითადად იმპორტით არის დაკავებული შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი. 

რაც შეეხება მეორე დეპარტამენტს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონცენტრირებულია კორპორატიულ ტვირთებზე, მეტი წილი კი ექსპორტს უკავია.

კომპანია არის დიდი ლოჯისტიკური ქსელების წევრი, ასევე ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც ცხოველთა ასოციაციის წევრია. ჩვენ ვახორციელებთ ისეთი პროდუქციების ექსპორტს როგორებიცაა: ძვირფასი ნივთები, ბიოლოგიური სუბსტანციები, ცოცხალი ცხოველები, საკვები პროდუქცია, საკურიერო და ნებისმიერი სირთულის მქონე ტვირთები“, - განმარტავს  გიორგი ერაძე.

ირკვევა, რომ SpaceCargo-ს მიერ განხორციელებული გადაზიდვების 80% საჰაერო გადაზიდვებზე, ხოლო 20%-ი სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებზე მოდის.

„საჰაერო გადაზიდვების კუთხით ექსპორტის მიმართულებით ერთ ერთი წამყვანი როლი გვიკავია, მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისი-ივლისში ჩვენი მეშვეობით, მსოფლიო ბაზარზე 120 ტონა ქართული მოცვის ექსპორტი განხორციელდა“, - ამბობს გადამზიდავი  კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ SpaceCargo-ს მომსახურების კომპლექსური სპექტრი მოიცავს: შიდა სახმელეთო გადაზიდვებს (საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და სხვა), საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს (იმპორტი/ექსპორტი), კონსოლიდირებას მსოფლიოს მასშტაბით, ტვირთის აღების სერვისს, სასაწყობო მომსახურებას, კარიდან კარამდე სერვისს, გადაფუთვას და საბაჟო ფორმალობების მოწესრიგებას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები