დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია სავაჭრო ურთიერთობები აქვს თურქეთსა და საქართველოს

როგორია სავაჭრო ურთიერთობები აქვს თურქეთსა და საქართველოს

08-11-2024 17:00:00

თურქეთში ექსპორტი 6%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 7%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ თურქეთში ექსპორტზე 347,035.69 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 326,679.21 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 6.2%-ის დონეზეა. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია, რომელზეც ამ ქვეყანაში მთლიანი ექსპორტის 27%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 92,692.72 ათასი დოლარი,
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 56,468.94 ათასი დოლარი,
  • ელექტროენერგია - 40,147.67 ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 25,384.76 ათასი დოლარი,
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 11,454.58 ათასი დოლარი.

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს ამ მიმართულებით ზრდა 6.6%-ის დონეზეა. 2024 წლის 9 თვეში საქართველომ თურქეთიდან 1,986,742.78 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,864,317.10 ათასი დოლარის.თურქეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომელზეც მთელი იმპორტის 6%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს: 

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 128,671.26 ათასი დოლარი,
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 54,850.01 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 53,046.67 ათასი დოლარი,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 48,005.30 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 40,951.97 ათასი დოლარი.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (908.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 986.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 376.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 313.0 მლნ. აშშ დოლარი).

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები