ქართულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Piel Naturals-მა ბაზარს ახალი პროდუქტები შესთავაზა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, საუბარია როზმარინის ხაზზე, რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია.
„ახლახან ბაზარზე გამოვიტანეთ შამპუნები, რომლის ფორმულაზეც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პარიზსა და ბარსელონას გამოფენებზე სწორედ იმიტომ გავედით, რომ გვეპოვა შესაბამისი ინგრედიენტები, რომელიც სრულყოფდა ამ ჩვენს ფორმულებს. საუბარი მაქვს როზმარინის ხაზზე, სადაც უკვე სრული კომპლექტი გაქვს, როგორც თმის შრატი, ნიღაბი, შამპუნი და აღმდგენი კონდიციონერი, რასაც ელოდება მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, რადგანაც უცხოეთშიც ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერენ Piel Naturals-ის პროდუქციას“, - აღნიშნა თათუკა ლომაძემ.
გარდა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისა Piel Naturals-ი გაყიდვების წერტილებსაც აფართოებს და ნოემბრის ბოლომდე Piel Naturals-ის ფრანჩაიზით ქუვეითში მაღაზია ამუშავდება.
„მაღაზია ქუვეითში ფაქტობრივად გახსნილია და ახლა პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხს ვაგვარებთ. ანუ ლოგისტიკის თემებით ვართ დაკავებული. იმედი მაქვს, რომ ნოემბრის ბოლომდე მაღაზია გაიხსნება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით გაყიდვები 15%-იან ზრდას აჩვენებს.
„ადგილობრივ ბაზაზე გაყიდვები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, გამომდინარევ იქიდან, რომ პროდუქციაც მრავალფეროვანი გაქვს და ჩვენი პროდუქციით უფრო მეტი ადამიანის პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. ჩვენი სლოგანია „ერთი წასმით შეყვარება“ და ჩვენი მიზანია, ყველა მომხმარებლის გაბედნიერება, იმ მომსახურებით რასაც ვუწევთ, რათა პრობლემები დავაიდენტიფიციროთ და გადავაჭრევინოთ“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
მიუხედავად იმისა, რომ Piel Naturals-მა სიახლე ბაზარს სულ ახლახან შესთავაზა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და ახალი პროდუქტების და ფორმულების შექმნაზე ინტენსიურად მუშაობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Piel Naturals-ის სპა მიმართულება თანდათან უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება, რადგანაც კოსმეტიკურმა კომპანიამ სასტუმროებთან და სპა თერაპევტებთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო.
„სამასაჟე და სპა მიმართულებით დავიწყეთ თანამშრომლობა სასტუმროებთან და სპა თერაპევტებთან და ახლახან მივიღეთ მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით მეორე და ევროპისა და აზიის მასშტაბით მეშვიდე, მასაჟისტების ჩემპიონატში მონაწილეობა. აღნიშნულია ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც Piel Naturals-ის ყურძნის წიპწის, ენდემური სამასაჟე ხაზით მუშაობდნენ საერთაშორისო ჩემპიონები“, - აღნიშნა Piel Naturals-ის დამფუძნებელმა.
ამ დროისათვის Piel Naturals-ი ქვეყნის მასშტაბით 9 სტენდს ფლობს, ხოლო მეათე სტენდს, მალე ბათუმში გახსნის. ეს კი ბათუმში Piel Naturals-ის რიგით მეორე სტენდი იქნება, რადგანაც Piel Naturals-ის პირველი სტენდი „მეტრო სითიში“ უკვე მდებარეობს.
უახლესი