დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საკრედიტო ბარათების ბაზარის დინამიკა

როგორია საკრედიტო ბარათების ბაზარის დინამიკა

02-09-2024 09:00:00

ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 561 184 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 19%-ი  Mastercard-ზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 119 644 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 105 863  ერთეულს.

ხოლო 335 677 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის ივლისში 2023 წლის ივლისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 16%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 26%-ითა გაზრდილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში ივნისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0,2%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით კლება  0,5%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები