საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი - 92.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.2 მლრდ აშშ დოლარი (128.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
უახლესი
17 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს22 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები