2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი1 , რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი - ტრანზიტზე.
2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 72.7 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 27.3 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 28.1 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 33.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.6 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.9 პროცენტის - ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 77.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის2 განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 19.5 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.9 პროცენტი - თურქეთი, 6.7 პროცენტი - ჩინეთი, 3.5 პროცენტი - იტალია, 3.5 პროცენტი - აშშ, 2.2 პროცენტი - უკრაინა, 1.5 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.0 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - აშშ, 1.2 პროცენტისას - თურქეთი, 1.1 პროცენტისას - საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას - ესპანეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ქვანახშირის და ლიგნიტის; ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26.4 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.2 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
2024 წლის II კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.0 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი ეჭირა სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებს, ხოლო 14.3 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი, და ბუნებრივი აირი (46.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (22.7 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (8.2 პროცენტი), ძირითადი ლითონები (5.8 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (4.8 პროცენტი); ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (41.8 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (30.8 პროცენტი), ძირითადი ლითონები (9.5 პროცენტი) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8.4 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (29.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (25.2 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (16.8 პროცენტი).
უახლესი