დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები

როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები

09-10-2023 13:01:26

2022 წელს საქართველოში პირდაპირი აზერბაიჯანმა 1,7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განახორციელა, ეს მაჩვენებლები კი 2021 წლის მაჩვენებლებთან -49.7%-იან კლებას აჩვენებს. აზერბაიჯანის წილი მთლიან FDI-ში 0,1%-ია. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, 2023 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 85 777 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2022 წელის ანალოგიურ პერიოდში 66 398 ვიზიტორი. 

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 13.9%-ია, ხოლო იმპორტში 4.1%-ი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 567,804.85 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.7%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 411,575.20 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 3.8%-იანი კლებაა. 

მთლიანობაში კი აზერბაიჯან-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 979 380.0 ათასი დოლარი შეადგინა.

რას ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანიდან - TOP-5 პროდუქტი

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 208,688.13 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 43,943.18 ათასი დოლარი;
  • ცემენტი - 35,509.82 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 25,949.52 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 15,716.84 ათასი დოლარი;

რას ყიდის საქართველო აზერბაიჯანში - TOP-5 პროდუქტი

  • მსუბუქი ავტომობილები - 296,992.40 ათასი დოლარი;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 21,044.52 ათასი დოლარი;
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 17,197.60 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 16,278.31 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 15,747.57 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები