ბოლო 7 წელში რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 279%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, რუსეთიდან რეკორდული მოცულობის ინვესტიცია 2022 წელს განხორციელდა.
2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 28.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ეს მაჩვენებლები მზარდი იყო 2018 წლის ჩათვლით. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში რუსული კაპიტალის შემოდინება შემცირდა, რასაც თან დაერთო პანდემია და 2020 პანდემიურ წელს საქართველოში 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა განახევრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
უახლესი