დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილება საწარმოთა ზომების მიხედვით

როგორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილება საწარმოთა ზომების მიხედვით

19-06-2024 16:00:00

2024 წლის  I კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47%-ი მსხვილ საწარმოებზე მოდის, ხოლო 35%-ი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებად მცირე საწარმოებში, ხოლო 17%-ი საშუალო ზომის საწარმოებზე. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში საწარმოთა ზომების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • მსხვილი - 95 010 800
  • მცირე - 71 263 300
  • საშუალო - 35 099 600

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები