საქართველოში, სასტუმრო Paragraph-ის ქსელში, რომლის ერთი ობიექტი შეკვეთილში (Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection) მდებარეობს, ხოლო მეორე თბილისის ცენტრში (Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi), სტუმრების რაოდენობის და დატვირთულობის ზრდაზე საუბრობენ.
როგორც Paragraph-ის გაყიდვების დირექტორი თამუნა ჩხეიძე აცხადებს, 2024 წლის იანვარ-ივნისში სასტუმროებში საკმაოდ აქტიურობა იყო და ეს აქტიურობა ზაფხულის ცხელ დღეებში აქტიურად მიმდინარეობს.
„2024 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით საკმაოდ დატვირთულები ვიყავით და თბილისის მაგალითზე ამ პერიოდში საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ და ვმუშაობთ კიდევაც. ცალკე ვერ გამოვყოფდი, რომ მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან გვქონდა აქტიურობა, რადგანაც აქტიურობდნენ სხვა ქვეყნებიც. ევროპიდან ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. სექტემბერ-ოქტომბერში ველოდებით, რომ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველოდება, რადგანაც საკმაოდ შემოდის მოთხოვნა.
TOP მიმართულებები, საიდანაც ჯავშნები გვაქვს და აქტიურად ვიღებთ ესაა ევროკავშირი, აშშ და ჩვენი მეზობელი ქვეყნები“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
Paragraph-ის გაყიდვების დირექტორის განმარტებით, ორივე სასტუმროს მაგალითზე ზრდა არის, რადგანაც წელს გამოჩნდნენ ახალი ბაზრები და ის ბაზრები რომლებოც გასულ წელს აქტიურად ჯავშნიდნენ, უფრო ვითარდებიან.
„რაც შეეხება სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს ჯავშნების დიდი ნაწილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის, ასევე აქტიურობდა არაბეთის გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი და ყაზახეთი.
რაც შეეხება მიმდინარე ზაფხულის სეზონს, აგვისტოში რამდენიმე კონცერტია ჩანიშნული,რათა უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ და ჩვენი სტუმრების კმაყოფილებაზე ვიზრუნოთ. აგვისტოზე რაღაც თარიღებზე სასტუმრო თითქმის შევსებულია, თუმცა ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ. არსებული ჯავშნების მიხედვით 35%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით).
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა