თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, 2024 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 682 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 245 887 მგზავრს.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქ მგზავრთნაკადი 40%-იან ზრდას აჩვენებს. TAV Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 891 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 5 თვეში კი 167 294 მგზავრს.
მაისის მაჩვენებლებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით, ხოლო ბათუმში 60%-ით გაიზარდა.
2024 წლის მაისის მონაცემებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 391 354 მგზავრს, ბათუმი კი 72 289 მგზავრს მოემსახურა.
უახლესი
5 საათის წინ
ქვეყანაში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება