როგორია კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი
27-03-2024 18:00:00
კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების საერთო მოცულობამ 50481.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16%-იან ზრდას აჩვენებს.
2023 წლის თებერვლის მდგომარეობით ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 43,516.0 მლნ ლარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხებიდან 54%-ი შინამეურნეობებზე მოდის. თებერვლის მდგომარეობით შინამეურნეობებზე 27,380.9 მლნ ლარის სესხია გაცემული.
უფრო კონკრეტულად ეკონომიკის დარგებზე სესხების გადანაწილების მაჩვენებელი ასეთია:
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 1,234.6 მლნ ლარი;
- მრეწველობა - 4,322.3 მლნ ლარი;
- მშენებლობა - 4,438.8 მლნ ლარი;
- ვაჭრობა - 4,926.9 მლნ ლარი;
- სასტუმროები და რესტორნები - 1,749.5 მლნ ლარი;
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 868.5 მლნ ლარი;
- ფინანსური შუამავლობა - 941.4 მლნ ლარი;
- ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2,976.2 მლნ ლარი;
- განათლება - 311.2 მლნ ლარი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 1,040.2 მლნ ლარი;
- სხვა დარგები - 290.5 მლნ ლარი;
- ფიზიკურ პირებზე - 23,518.6 მლნ ლარი;
- ინდმეწარმეებზე - 3,862.3 მლნ ლარი;
- სამომხმარებლო სესხები - 9,867.5 მლნ ლარი;
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები - 7,594.6 მლნ ლარი;