Green Steps • გრინ სთეფსი - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის საქმიანობის არეალი მოიცავსსაკონსულტაციო მომსახურების გაწევას გარემოსდაცვითი მიმართულებით, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექსპერტებით, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ისეთმიმართულებებში როგორებიცაა: ეკოლოგია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ჰიდროლოგია, გეოლოგია, ნარჩენების მართვა, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე Business Insider Georgia-სთან ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა განახლებადი ენერგია, კერძოდ კი ქარის ენერგია.
„ზოგადად, ქარის ენერგია წარმოადგენს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც ტრადიციული წიაღისეული საწვავის, სუფთა და ამოუწურავ ალტერნატივას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ქარის სადგურის მშენებლობა ყველგან არ შეიძლება. ამიტომ საჭიროა რომ წინასწარ მოხდეს პოტენციური ადგილების შესწავლა. უნდა დადგინდეს თუ რამდენად ძლიერ ქარიანია ესა თუ ის ტერიტორია, რათა სამომავლოდ განისაზღვროს მუშაობის სტაბილურობა. ასევე გასათვალისწინებელია, მისი მახასიათებელი რომ ქარი წყვეტადი ენერგიის წყაროა, ამიტომ ქსელში მისი მიწოდება ვერ იქნება სტაბილური. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქარი არ ქრის იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაშინ ვერ გამოიმუშავებს სადგური შესაბამის ენერგიას, ამიტომ ვახსენე, რომ ნებისმიერ ადგილას ვერ ააშენებ ქარის სადგურს. ამ მახასიათებლის გათვალსიიწნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს შემნახველი ბატარეები. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ჭარბად გამომუშავებული ენერგიის შენახვა მაშინ როდესაც ძალიან ძლიერად ქრის ქარი. ქვეყანა იმპორტის დროს ძალიან ძვირად ყიდულობს ენერგიას, როცა არ გვაქვს. ამ ბატარეებს კი შეუძლია მასში შენახული ენერგიის გამოყენება. ზოგადად, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ქარის ენერგიის წილი არის შედარებით მცირე. ჯამური სიმძლავრე ენერგიის მიმართულებით ქვეყანაში არის დაახლოებით 4500 მეგავატი, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი მოქმედი ქარის ელექტროსადგური გვაქვს გორში 21 მგვტ სიმძლავრის.. ეს რიცხვი, რა თქმა უნდა ძალიან მცირეა, თუმცა საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ქარის ენერგიის განვითარებისთვის. არსებული კვლევები, რაც ბოლო წლებში გვაქვს ჩატარებული მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ჯამური სავარაუდო პოტენციალი არის გაცილებით მეტი (1450 მეგავატი) ვიდრე ათვისებული გვაქვს. “, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
საქართველოოს, სხვა მსხვილ ქვეყნებთან შედარებით, განახლებადი ენერგიის მიმართულებით განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია.
„საქართველოს ბაზარი მიმზიდველია ნებისმიერი ინვესტიციისთვის განახლებადი ენერგიების მიმართუებით. ჩვენ, ეს ენერგია შეგვიძლია მივიღოთ, როგორც მზისგან, ასევე ქარისგან და წყლისგან. მაგალითად, არაბეთში მზის გარდა სხვა პოტენციალი შეზღუდულია, რადგან მზის ენერგიას იყენებენ ყველაზე მეტად. შვეიცარია კი გამოირჩევა ჰესების მშენებლობით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ თუ სხვა მსხვილ ქვეყნებს მხოლოდ ერთი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა და პოტენციალი აქვთ ჩვენ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოში შეგვიძლია სამივე მიმართულების ათვისება. სწორედ ამიტომ არის ყოველთვის საინტერესო ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე
ქარის სადგურსაც გარკვეული უარყოფითი ზემოქმედება გააჩნია გარემოზე, თუმცა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება და მინიმუმამდე დაყვანა.
„როგორც ყველაფერს ქარის სადგურსაც აქვს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე. სოციალური კუთხით, ეს ძირითადად დაკავშირებულია მიწის ნაკვეთების ათვისებასთან. ხმაურთან და ვიბრაციასთან.
გარემოსდაცვითი კუთხით კი - ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გადამფრენ ფრინველებზე და ღამურებზე. თუმცა ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, წინასწარ შეიძლება შევარჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც არ ემთხვევა გადმაფრენ ფრინველთა დერეფანს. გარდა ამისა, არის უამრავი ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც გამოიყენება. მაგალითად: ფრინველთა დამაფრთხობლები, რასაც ფრინველი შორიდანვე ამჩნევს და აღარ მიდის სიახლოვეს “, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
გარკვეული სირთულეების წინაშე შესაძლოა დადგეს ბიზნესი თუკი არ ხდება მათი მხრიდან დროული და სწორი კომუნიკაცია საკონსულტაციო კომპანიებთან.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან დროული და სწორი კომუნიკაცია საკონსულტაციო კომპანიასთან და საჯარო უწყებებთან. ეს ყველაფერი იდეალურია დაგეგმარების ეტაპზევე თუ მოხდება, რადგან წინასწარ გაიგებს ბიზნესი რა ეტაპები აქვს წინ და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის.
რადგან ქარის სადგურების გავლენა სოციალურ გარემოზე არის მოსალოდნელი, აუცილებელია მოსახლეობასთან დროული და ღია კომუნიკაცია.
გამოწვევა შეიძლება, ასევე, იყოს გამოცდილი დარგის სპეციალისტების ნაკლებობა. ფაქტია რომ დღეისათვის ქვეყანაში გვაქვს 1 აშენებული ქარის სადგური, გორში. შესაბამისად ეს თემა ჩვენთვის ჯერ კიდევ ახალია და შეიძლება ბევრი გამცდილი სპეციალისტი არ გვყავდეს ვინც ააშენებს ქარის სადგურებს, ამიტომ ბიზნესმა უნდა გაითვალსიწინოს რო შესაძლოა მსგავსი ექსპერტების ჩამოყვანა მოუწიოთ საზრღვარგარეთიდანაც, ამიტომ ეს ყოველივე დაგეგმარების პროცესში, ფასის ნაწილში გასათვალისწინებელი საკითხია “,- განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
საკონსულტაციო კომპანიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ეტაპზე.
„იმისთვის რომ სწორად შეირჩეს საპროექტო ტერიტორია, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალსიწინებით საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვა და პროცესებზე დაკვირვება. შესაბამისად ჩვენი გუნდი დაგეგმარების ეტაპიდან ექსპლუატაციის ეტაპის ჩათვლით ჩართული ვართ გარემოსდაცვითი კვლევებისა და მონიტორინგის ფაზებში", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
ცნობისთვის, „გრინ სთეფსი ბაზარზე“ 2019 წლიდან ოპერირებს და აქტიურად არის გარემოსდაცვით საკითხებში ჩართული.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია