დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იყო 2024 წელი mobineX–ისთვის და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას - ინტერვიუ დამფუძნებელთან

როგორი იყო 2024 წელი mobineX–ისთვის და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას - ინტერვიუ დამფუძნებელთან

25-12-2024 14:05:00

mobineX–ი პირველი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. ინოვაციური იდეა სწრაფად იქცა რეალობად და თანდათან უფრო და უფრო დიდი მასშტაბები მოიცვა. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა დღეს უკვე მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. 

როგორ ჩაიარა გასულმა წელმა წარმატებული სტარტაპისთვის და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში? - mobineX-ის მიღწევებზე, სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე Business Insider Georgia-მ კომპანიის თანადამფუძნებელთან, მარიამ კაკაბაძესთან ისაუბრა: 

  • როგორ შეაფასებთ კომპანიის საქმიანობას მიმდინარე წელს? რა სიახლეებითა და გამოწვევებით იყო სავსე 2024 და რას მიიჩნევთ მთავარ მიღწევად? 

ამ წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ჩვენი ფიზიკური SIM ბარათების დაფარვის არეალის გაფართოებას გამოვყოფდი. თუ აქამდე mobineX-ის ფიზიკური SIM-ებით სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი. ჩვენს აბონენტებს ამიერიდან შეუძლიათ სამოგზაურო ინტერნეტი გაიაქტიურონ, როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ისე ელექტრონული eSIM-ით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. 

გარდა ამისა, 2024 წელს გამოვუშვით მობილური აპლიკაცია. ასე რომ, მომხმარებლებს რეგისტრაცია/ავტორიზაცია უკვე არა მარტო ვებგვერდიდან, mobineX-ის აპლიკაციის საშუალებითაც შეუძლიათ, რაც  ჩვენს სერვისებს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. მობილური აპლიკაციის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ MB-ების შემოწმება/დამატებასთან ერთად შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. 

ამ წელს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ულიმიტო ინტერნეტ პაკეტების დამატება. mobineX-ის აბონენტებს შეუძლიათ სასურველი პერიოდის განმავლობაში კონკრეტული რაოდენობის MB-ების მქონე პაკეტების გარდა, ულიმიტო სამოგზაურო ინტერნეტითაც ისარგებლონ. ამგვარად, მთელი მოგზაურობის განმავლობაში უწყვეტ კავშირს შეინარჩუნებენ და აღარ მოუწევთ მუდმივად MB-ების კონტროლი. 

  • 2024 წელს რა პროცენტით გაიზარდა თქვენი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა?

2023 წელთან შედარებით 2024 წელს 500%-იანი ზრდით ვხურავთ. ამ წლის განმავლობაში ვეცადეთ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და მხარი დაგვეჭირა mobineX-ის პოტენციური და უკვე არსებული აბონენტებისთვის. მაგალითისთვის, გავიხსენებ, რომ EURO2024-ის ფარგლებში გავაკეთეთ აქცია - ყველას, ვინც გერმანიაში მიდიოდა, ვაჩუქეთ 3GB გერმანიის ინტერნეტი და 90 წუთი სასაუბრო დრო ჩვენი აპლიკაციიდან. ეს ინიციატივა საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა და ხელი შეუწყო ჩვენი ცნობადობის გაზრდას. ნაჩუქარი MB-ები პოტენციური აბონენტების ნდობის მოპოვებაში დაგვეხმარა. აქვე აღსანიშნია სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებები გვაქვს ერთგული აბონენტებისთვის და მომავალი მომხმარებლებისთვისაც. 

  • დასასრულს, რომ გვითხრათ, რა სიახლეებს გეგმავთ 2025 წელს, ზოგადად კომპანიაში და კონკრეტულად ქართულ სექტორთან მიმართებით?

ჩვენ წლებია დიდი სურვილი გვაქვს ქართულ ბაზარზე შემოვიდეთ, როგორც MVNO, ანუ ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი და, ცხადია, 2025 წლის გეგმების სიაშიც პირველ ადგილს კვლავ ეს საკითხი იკავებს. დანარჩენ გეგმებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალების გაჟღერებისგან. ვფიქრობ, უმჯობესია, ეტაპობრივად მივაწოდოთ ჩვენს აბონენტებს სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები