საქართველოს ეროვნული ბანკი სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში აქვეყნებს სამ თანაბრად რელევანტურ სცენარს: ცენტრალურ სცენარს, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე, მრავალმხრივი ტიპის ინფორ- მაციას, მათ შორის ადგილობრივი ფინანსური და გლობალური ბაზრების მოლოდინებს, და მოიაზრებს ამ ინფორმაციასთან თავსებადი რისკების შესაძლო რეალიზებას. მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც, ცენტრალურ სცენართან შედარებით, ითვა- ლისწინებს საშუალოდ უფრო ინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე; დაბალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც, ცენტრალურ სცენართან შედარებით, ითვა- ლისწინებს საშუალოდ უფრო დისინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა