დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ზრუნავს „მაკდონალდსი“ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ

როგორ ზრუნავს „მაკდონალდსი“ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ

29-11-2024 15:00:00

გარემოზე ზრუნვა „მაკდონალდსის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. რესტორნების ქსელი აქტიურად იყენებს მზის განახლებად ენერგიას ობიექტებსა და ლოჯისტიკურ ცენტრში, ამასთანავე ხელს უწყობს ეკო ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„სწორედ ამ მიზნით ჩვენს  რესტორნებსა და ლოგისტიკურ ცენტრებში ეტაპობრივად მზის პანელებს ვამონტაჟებთ, რომელიც შენობებს საჭირო ენერგიით ამარაგებს.  

ჩვენს ახალ რესტორნებში ელექტრომობილების დასატენი სადგურები დაგხვდებათ.ამით ვცდილობთ ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. დღემდე ჩვენი რესტორნებიდან 20 000 ტონა გამოყენებული ზეთი შეგროვდა და გარდაიქმნა ბიოდიზელად.

ფუნთუშეულისა და ბოსტნეულის ნაწილს ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვიღებთ, რითაც თავიდან ვიცილებთ დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისას გამოყოფილ მავნე აირებს. გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები ასეთი პატარა ნაბიჯებით მიიღწევა“, - აცხადებენ „მაკდონალდსში“.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები