გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპენიების აქციების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.82% წინა კვირასთან შედარებით და - 2.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 338 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.75 - 31.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 116 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.24% წინა კვირასთან შედარებით და +1.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.35 - 25.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +4.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 73 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.99 - 8.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი