დღეს შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიო ტურიზმის ცენტრი, რადგან იმართება მსოფლიო ტურიზმის აღსანიშნავი ღონისძიება გაეროს ეგიდით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში საქართველო მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი რანგის დელეგაციებს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სახელი, ისევე როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით, გაიმართა შესანიშნავი მიღება სტუმრებისთვის, თუმცა მთავარი ღონისძიება დღეს იმართება. საქართველო დღეს არის მსოფლიო ტურიზმის ცენტრი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღონისძიებას“, -განაცხადა აბაშიშვილმა.
რუბრიკის ანალიტიკურ ნაწილში, გიორგი აბაშიშვილმა მშენებლობის სექტორის განვითარების დინამიკა მიმოიხილა:
„რაც შეეხება ანალიტიკურ ნაწილს, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ მზარდ დარგზე - მშენებლობაზე. შევხედოთ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას, თუ როგორ იქმნება საქართველოს ეკონომიკა, სადაც მშენებლობის წილი 8,4%-ია , რაც საკმაოდ სოლიდურია. ეს არის ორი კვარტლის მონაცემები და უფრო ზუსტად ჩვენ შევხედოთ მიმდინარე ტენდენციებს, კერძოდ კვლევას, რომელიც სულ ბოლოს შემოგვთავაზა Galt & Taggart-მა. სადაც ჩანს, რომ თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობაში აპრილში იყო ვარდნა, მაის-ივლისი პასიური პერიოდი იყო გამომდინარე იმ მღელვარებიდან, რომელიც დაფიქსირდა, რაც ბიზნესგარემოსთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. თუმცა ივლის-აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
რა თქმა უნდა მუდმივად იყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ფასებია შენარჩუნებული საქართველოში უძრავ ქონებაზე, აქაც მოვიშველიებთ Galt & Taggart-ის კვლევას. გაყიდვების ზრდის კომპონენტში, როდესაც 2022 წელს იყო ზრდის მაღალი მაჩვენებელი,შემდეგ ხდება გარკვეულწილად ზრდის დასტაბილურება, ვარდნა აპრილ-მაისში და აგვისტოდან იწყება ფასების ზრდა. აქვე საგულისხმოა, რომ როცა ამ მონაცემ განვიხილავთ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ 1-2%-იან ცვლილებაზე. რა თქმა უნდა ერთჯერადი ეფექტები გავლენას ახდენს,მაგრამ ვითარება დასტაბილურებულია.
თუ ჯამურ სურათს შევხედავთ ცვლილება 2-3%-ის ფარგლებშია. ვითარების შეჯამებისთვის განვიხილოთ სტატისტიკის სამსახურის მონაცემები. შევადაროთ გასული და მიმდინარე წელი კვარტლების მიხედვით: ბრუნვის მაჩვენებელს ზრდის ტენდენცია აქვს 2024 წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება გამოშვებული პროდუქციის მოცულობას, აქაც ზრდის ტენდენციაა.
რაც შეეხება დასაქმებას, აქაც ზრდაა თუ შევხედავთ დინამიკას. ასევე 400 ლარის ფარგლებში გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასების მოცულობა. სამშენებლო სექტორი არის მზარდი და მნიშვნელოვანი დარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, ეს ასახულია მშპ-ს მონაცემებით და თითოეული კომპანია, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს მნიშვნელოვანია, როგორც მათი ბიზნესისთვის, ასვე ქვეყნისთვისა და ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა