დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გასულ კვირას

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გასულ კვირას

04-12-2023 15:31:38

Galt & Taggart-ის 27-ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები უმეტესად პლიუსშია. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.14% წინა კვირასთან შედარებით და +4.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 236 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.15 - 35.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.18% წინა კვირასთან შედარებით და -1.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 455 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.10 - 28.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.80% წინა კვირასთან შედარებით და +9.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 141 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.95 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები