დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლარის კურსი, ინფლაცია და რეფინანირების განაკვეთი, რას უნდა ველოდოთ მომავალში - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი, ინფლაცია და რეფინანირების განაკვეთი, რას უნდა ველოდოთ მომავალში - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

25-03-2024 00:47:00

გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა ის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება - ინფლაცია, ფასები, ვალუტის კურსი.

ვიწყებ საუბარს მოსახლეობისთვის ყველაზე საინტერესო თემაზე. საკითხი შეეხება ინფლაციას, ფასებს, ვალუტის კურსს, ასევე ლარში გაიაფებულ სესხებს.

ყველა საკითხი თითოეულ ჩვენგანს ეხება და საინტერესოა, რა პროგნოზი და მოლოდინები გვაქვს. თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ამ მიმართულებით, როგორც ინფლაციის, ისე სესხების გაიაფების კუთხით, თუ ვალუტის კურსის სიმყიფესთან მიმართებით ტენდენციები დადებითია.

პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან მაღალი იყო ინფლაციის მაჩვენებელი და თითქმის 14%-ს აღწევდა, თუმცა 2024 წლის თებერვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. არის თითქმის 0-თან, როცა სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია.

რა იყო ყველაზე მეტად გაიაფებული ამ პერიოდის განმავლობაში?

ეს პროდუქტები ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, საცხოვრებელი სახლი,წყალი, ელექტროენერგია. მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიაზე შემცირებულია ტარიფი. ტრანსპორტის ნაწილი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული ხარჯები არის გაიაფებული.

მაგრამ ყოველთვის არის კითხვა რა ქმნის ინფლაციას? არის თუ არა დამოუკიდებლად ქვეყნის გადასაწყვეტი მოვლენა და და რასთან არის კავშირში?

ინფლაცია მხოლოდ ერთი ქვეყნის გადასაჭრელი პრობლემა არ არის. ინფლაციაზე გავლენას ახდენს გლობალური ფასები. როდესაც ვსაუბრობთ პანდემიის შემდგომ პერიოდზე, გაზრდილ ინფლაციის მაჩვენებელსა და გაზრდილ ფასებზე, ეს გამოწვეული პოსტ-პანდემიური პერიოდით და მეორეს მხრივ სწრაფადვე დაიწყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, შესაბამისად ომიდან გამომდინარე შეიცვალა გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ტრანსპორტირების გაძვირებამ, გლობალურად მოახდინა გავლენა ფასებზე.

ჩვენ თუ შევხედავთ ამ პერიოდის ვითარებას, სამი მდგენელი აქვს ინფლაციას, იმპორტირებული, შერეული და ადგილობრივად წარმოებული.

შერეულია ინფლაცია, როცა ხდება ადგილობრივი პროდუქციის წარმოება იმპორტირებული ნედლეულით. ვითარებას თუ დავაკვირდებით, საქართველოში ინფლაციის შემცირება უპირატესად მოხდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასების შემცირების ხარჯზე. საქართველოში ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შემცირდა, შემცირდა იმპორტის მაჩვენებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგ იმპორტის მაჩვენებელი იწყება მინუსიდან და ზრდის ტენდენციის მაჩვენებელია, ხოლო შერეული პროდუქცია, რომელიც მთლიანად მინუსზეა გასული.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ შევძლებთ უფრო მეტად გავაფართოოთ ადგილობრივი წარმოება და უფრო მეტად ვიყოთ საკუთარ თავზე დამოკიდებული, ბუნებრივია ჩვენ შევძლებთ უფრო ეფექტური ვიყოთ ინფლაციის კონტროლთან დაკავშირებით.

რა იქნება პროგნოზი? გაიზრდება თუ არა ფასები მომავალში დრამატულად?

ამ შემთხვევაში გლობალურ ტენდენციის ვერ გამოვრიცხავთ. მოგეხსენებათ, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, არავინ არ ელოდებოდა ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, წითელი ზღვის კრიზისს, რომელიც რისკ-ფაქტორად სახელდება შემდგომში. თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ინფლაცია საქართველოში კიდევ ორი წლის განმავლობაში არ გაიზრდება. არ იქნება ფასების დრამატული ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან იმერყევებს, ხან ჩამოსცდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

რა ხდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში? როგორია ინფლაციის მაჩვენებელი?

ოცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მაღალია ინფლაცია, ეს გადმოცემის რისკ-ფაქტორს ქმნის. თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია და 64,9%-ს შეადგენს, რუსეთის - 7,4%-ს, ასევე ბელორუსის-5,9%-ს, უკრაინის-4,7%-ს, აშშ-ის -3,1, ევროზონის - 2,1, აზერბაიჯანის - 1,7%, საქართველოს - 0,0%. ჩვენს ქვეყანას აქვს ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით.

როგორ მოახერხა საქართველომ დაბალი ინფლაციის შენარჩუნება?

ეს არის უპირატესად გამოწვეული ლარის კურსის გამყარებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი მყარდებოდა და ამცირებდა მთლიანობაში გადმოცემულ იმპორტირებულ ინფლაციას. ლარის კურსის გამყარებამ, მოქალაქეებს მისცა საშუალება უფრო უკეთ დაეგეგმათ საკუთარი ცხოვრება. ადამიანების ნაწილი უცხოურ გადმორიცხვებზე არიან დამოკიდებული და უნდა იცოდნენ რას ხარჯავენ. ასევე არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ლარში იღებენ თანხას, მაგრამ გარკვეული ვალდებულებები წარმოქმნილი აქვთ დოლარში. ასევე სტაბილური ლარი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, როცა ადგილი აქვს  ერთი ან მეორე მიმართულებით სწრაფ გამყარებას ან სწრაფ გაუფასურებას.

ბუნებრივია, სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს პროგნოზი.

სწორედ ამის გამო, რომ ინფლაცია არის დაბალი, ლარის კურსი მყარი, სებ-მა 0,75%-ით 8,25%-მდე შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და უნდა აღნიშნოს რომ ამან გამოიწვია 183 ათასზე მეტი მოქალაქისთვის ლარში სესხების გაიაფება.

ბუნებრივია ეს ტენდენცია გაგრძელდება. შეიძლება დაისვას კითხვა, რომ შესაძლებელი იყო თუ არა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რათა კიდევ უფრო გაიაფებულიყო სესხები? თუმცა აქაც ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული.

ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევხედოთ ევროზონასა და აშშ-ს სადაც ასევე მონეტარული ზრდის განაკვეთები უფრო მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აღარაფერს ვამბობ თურქეთსა და რუსეთზე, სადაც დრამატული ვითარებაა ამ კუთხით. არსებული ანალიზიდან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტადაა მოსალოდნელი ლარში სესხების გაიაფება, არ ველოდებით ინფლაციის ზრდას და ლარის კურსი იქნება სტაბილური გამყარების მიმართულებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები