დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

24-03-2025 18:01:00

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 56.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.07% წინა კვირასთან შედარებით და +6.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 337 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 54.60 - 57.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.80% წინა კვირასთან შედარებით და +7.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.6 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.05 - 45.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 176 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.53% წინა კვირასთან შედარებით და +13.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.04 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 95 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები