28 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 42.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.50% წინა კვირასთან შედარებით და +19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 736 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.05 - 42.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.26% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 621 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.50 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.35% წინა კვირასთან შედარებით და +15.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.2 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.90 - 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა