გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე უმეტესწილად გაიარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.26% წინა კვირასთან შედარებით და +3.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 254 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.50 - 48.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 35.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.99% წინა კვირასთან შედარებით და +15.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.75 - 35.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.99% წინა კვირასთან შედარებით და -1.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 249 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.76 - 12.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
9 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო10 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე