დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს Tripcamp ზაფხულის ტურისტულ სეზონს - რა ტიპის დასასვენებელ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას  პლატფორმის მომხმარებლები

როგორ აფასებს Tripcamp ზაფხულის ტურისტულ სეზონს - რა ტიპის დასასვენებელ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას პლატფორმის მომხმარებლები

30-08-2024 17:00:00

Tripcamp-თვის აქტიური ტურისტული სეზონი იყო, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან პლატფორმა Tripcamp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხატია სვანაძე 2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს. მისი თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილი იყო აჭარისა და რაჭის მიმართულებებზე. 

„მომხმარებლებისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იყო თბილისთან ახლოს მდებარე ობიექტები. ზაფხულის სეზონზე კი მოთხოვნა გაიზარდა აჭარისა და რაჭის მიმართულებით. დამსვენებლები ეძებდნენ ბუნებაში არსებულ განცალკევებით მდგომ განთავსების ობიექტებს. დამსვენებლების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა იყო აუზიან კოტეჯებზე და ასევე ადგილებზე, სადაც შინაურ ცხოველთან ერთად შეძლებდნენ დასვენებას. დასარჩენი ტიპებიდან პოპულარობით სარგებლობდა სამკუთხა ტიპის, ე.წ. A-frame კოტეჯები“, - აღნიშნა ხატია სვანაძემ.

Tripcamp-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისათვის აპლიკაციას 53000 გადმომწერი ჰყავს და გამომწერებთან ერთად მზარდია განთავსების ობიექტების რაოდენობაც, რომელიც დღეს Tripcamp-ზე არიან წარმოდგენილები.

„Tripcamp ბაზარზე პირველად 2023 წლის ივნისში გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში აპლიკაციას დაემატა სხვადასხვა ფუნქციონალი (დაჯავშნა,ფასდაკლებები და შეთავაზებები, ბუნებასთან დაკავშირებული გამოცდილებები). მომხმარებლის რაოდენობა მუდმივად იზრდება და დღეისათვის აპლიკაციას ჰყავს 53000 გადმომწერი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს განთავსების ობიექტების კუთხითაც, გასული წლის ზაფხულში Tripcamp-ზე 170 დასარჩენი ადგილი იყო, დღეს კი უკვე 441 კოტეჯი თუ გლემფინგია“, - აღნიშნა ხატია სვანაძემ.

Tripcamp-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიზნესის დაწყებისას Tripcamp-ის გუნდი პროაქტიულად უკავშირდებოდა განთავსების ობიექტებს და ამატებდნენ პლატფორმაზე. თუმცა დღეისათვის აპლიკაციის ცნობადობა გაზრდილია და კოტეჯების უმეტესობა თავად ითხოვს Tripcamp-ის პლატფორმაზე დამატებას.

„ჩვენი მომხმარებლების 80% ლოკალური დამსვენებელია, რადგან ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი კამპანიები მიმართულია ქართველებზე და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე-ექსპატებზე. აპლიკაციით აქტიურად სარგებლობენ უკრაინელები, არაბები, ბალტიისპირეთის ქვეყნის წარმომადგენლები“, - აცხადებს Tripcamp-ის დამფუძნებელი.

ხატია სვანაძის თქმით, Tripcamp-ის პლატფორმაზე განთავსებულ ობიექტებში სერვისის ფასები შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა. 

„ჩვენი დაკვირვებით შარშანდელ წელთან შედარებით ფასები გაზრდილი არ არის. ზოგიერთ რაიონში პირიქით - შემცირებულია, რადგან ბევრი ახალი განთავსების ობიექტი გაჩნდა და კონკურენციამ ფასების დაწევა განაპირობა“, - განმარტავს სვანაძე.

Tripcamp-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ Tripcamp-ი და მისი გუნდი პლატფორმას უფრო მრავალფეროვანს გახდიან და ახალ სერვისებსაც დაამატებენ.
„მომხმარებლებს ვპირდებით, რომ Tripcamp კიდევ უფრო მრავალფეროვან კონტენტს შესთავაზებს. გვექნება ბუნებასთან დაკავშირებული ტურები, გამოცდილებები, ივენთები. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი Tripcamp-თან ერთად“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ხატია სვანაძემ.

Tripcamp - ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ექსტრემალურ ადგილებში განთავსებული კოტეჯების, გლემპინგებისა და საინტერესო ადგილების დაჯავშნის საშუალებას აძლევს. 

აპლიკაცია ერთმანეთთან აკავშირებს მასპინძლებს, რომლებიც ფლობენ განსხვავებული ტიპის გლემპინგ საცხოვრებლებს და სტუმრებს, რომელთაც უყვართ ბუნებაში დასვენება და სურთ დაუვიწყარი გამოცდილების შეძენა.

მიიღე მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილება Tripcamp-თან ერთად:

 ჩამოტვირთე აპლიკაცია და აღმოაჩინე საქართველო: https://onelink.to/dejmby

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები