დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს Hotel Solo Grand-ი ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინებია 2025 წლისთვის

როგორ აფასებს Hotel Solo Grand-ი ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინებია 2025 წლისთვის

06-09-2024 18:00:00

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო Hotel Solo Grand • სასტუმრო სოლო გრანდი-ს სტუმრების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Hotel Solo Grand-ის დამფუძნებელმა ვეფხვია თინიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ივნისი-ივლისი-აგვისტო სასტუმრო 87%-ით იყო დატვირთული. სტუმრების 90% ადგილობრივი, ხოლო 10% უცხოელები იყვნენ. 

 Hotel Solo Grand-ის მაგალითზე ყველაზე აქტიური სეზონი სწორედ ზაფხულია, შემოდგომიდან კი სასტუმროში სტუმრების რაოდენობა შედარებით იკლებს. 

„შემდგომისათვის ჯავშნები არის, თუმცა არა იმდენი რაოდენობით, რაც ზაფხულში იყო. მეტი უნდა ვიმუშაოთ და მეტი ტურისტიც გვეყოლება“, - ამბობს თინიკაშვილი.

2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კი  Hotel Solo Grand-ი სტუმრებს ახალ ინფრასტრუქტურასაც დაახვედრებს, საუბარია სპორტულ მოედანსა და ახალ გასართობ სივრცეებზე.

სასტუმრო Hotel Solo Grand-ი გორის მუნიციპალიტეტში, ქვემო ბოშურში მდებარეობს, რომელიც 2023 წელს გაიხსნა. 

კომპლექსი 4,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი და მოიცავს სასტუმროს 19 ნომერს, ღია აუზს და რესტორანს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ერწყმის ბუნებას, სადაც მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედანია მოწყობილი, რაც სტუმრებისთვის მშვიდი და სასიამოვნო დასვენების საშუალებას იძლევა.

დამსვენებლებს, ვისთვისაც მოგზაურობისას მნიშვნელოვანია თავგადასავლები და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა, სასტუმრო სთავაზობს კვადროციკლებით და ცხენებით გასეირნებას, ასევე ტანას ხეობის უნიკალური ადგილების მონახულებას.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები