დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს 2024 წელს Piel Naturals-ი და როგორია 2025-ის გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

როგორ აფასებს 2024 წელს Piel Naturals-ი და როგორია 2025-ის გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

28-01-2025 10:00:00

2024 წელს Piel Naturals პიელ ნატურალსმა მომხმარებელს არაერთი სიახლე შესთავაზა. თუმცა განვითარებაზე ორიენტირება კომპანიისთვის 2025 წელსაც ძირითად პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს თათუკა ლომაძეს ესაუბრა. 

როგორია Piel Naturals-ის მიმდინარე სიახლეები

ჩვენ გვაქვს მამაკაცის ხაზი, რომლის რებრენდინგიც გავაკეთეთ და ქართული დეტალებით გამოვიტანეთ ადგილობრივი წარმოების წვერის მოვლის საშუალებები. მამაკცები ძალიან ბევრნი არიან ჩვენი მომხმარებლები და იყენებენ, როგორც წვერის ხაზს, ასევე სახის მოვლის საშუალებებსაც. 2024 წელს უშუალოდ მამაკაცის შეფუთვების რებრენდინგი გავაკეთეთ და ბორჯღალო გამოვიყენეთ. ასევე, სიახლე გვაქვს იმ მხრივ, რომ დავამატეთ ახალი თმის ხაზი, თმის აღმდგენი და რეგენერატორი ხაზი, როზმარინის ხაზი, რომელიც ძალიან მოთხოვნადი გახდა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში. ასევე გვქვს ორსულების ხაზი და ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს და წარმატებით ლახავენ ორსულობის და პოსტ ორსულობის პერიოდთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სტრიების თმის ცვენის პრევენციისთვის, ფჩხილების მტვრევის პრევენციისთვის ნატურალური, უსულფატო ვეგანური, სილიკონების გარეშე, პარაფინისა და  პარაბენების გარეშე ინგრედიენტები გვაქვს, რომელსაც საერთაშორისო ISO სტანდარტის, GMP-ის კოსმეტიკის აკრედიტაცია გვაქვს მიღებული. ეს ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელმაც ისტორიაში პირველად საქართველოს ისტორიაში აღნიშნული აღიარება მოიპოვა.

სიახლეები გვაქვს ასევე, სპა მიმართულებითაც. ჩვენ უკვე მეორე ბრენდიც შევქმენით, რომელიც სულ მალე ჩაეშვება ბაზარზე. ეს არის მაღალ და დაბალ ბიუჯეტიანი სპა თავის მოვლის საშულებები. უშუალოდ პიელ ნატურალსის ღირებულებების და ბრენდის მთავარი ხედვების შესაბამისი შემადგენლობის პროდუქცია შედის უკვე პრემიუმ სასტუმროებში. 2025 წელს აქტურად ვგეგმავთ აბაზანის საშუალებების სეგმენტში გაფართოებას.

როგორია მოთხოვნა და კონკრეტულად რომელი პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი

ზოგადად, ჩვენს ბაზარს ძალიან უყვარს სიახლეები და ამ სიახლეებზე არის კიდევ უფრო ინტერესი. ეს არის როზმარინის ხაზი, ადგილობრივი ხაზი, რომელიც ადგილობრივი როზმარინით იწარმოება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ადგილობრივ ნედლეულზე იყოს ჩვენი პროდუქცია დამზადებული. ისევე, როგორც ჩვენი ყურძნის წიპწის ხაზი, რომელმაც კლინიკური ტესტირება მილანის ლაბორატორიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო ყველაზე სენსიტიური ტიპის კანზე. ანუ ადამიანებს რომლებსაც ყველანაირ კრემზე, ყველანაირ სახის, ტანის,  თმის მოვლის საშუალებებზე აქვთ ალერგიული გამოვლინება ხდებიან ჩვენი მომხმარებლები, რადგან ყველაზე ჰიპოალერგიული პროდუქტია. ახლა მითუმეტეს იცით, რომ ალერგიული ფონი ყველაზე მეტად მომატებულია, გამომდინარე იქედან რომ ეკოლოგიური სიტუაცია არც თუ ისე უმჯოესდება, არამედ პირიქით. ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს ყველა პროდუქტი, არ ვნებდეს გარემოს და არ ვნებდეს ადამიანების ჯანმრთელობას. ჩვენ მუდმივად დავდივართ სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც საერთაშორისო წამყავნი ბრენდის ფორმულატორები, ასევე მე თამარ ლომაძე ფორმულატორი ,,პიელ ნატურალსის"  მუდმივად ვსტუმრობ სხვადასხვა ვორქშოპებს, მასტერკლასებს. პარიზში ვიყავით 2024 წელს, წინა წელს ბარსელონაში და შემდგომ Research Development- ვაკეთებთ ახალი პროდუქტების რაც მეცნიერების მიერ არის ბოლო თაობის ინოვაციური, სერტიფიცირებული, აკრედიტირებული. დაპატენტებულ ინგრედიენტებს ვეძებ, რომ მერე ეს ჩვენს ფორმულებში დავაინტეგრირო და უნიკალური იყოს ისეთი, როგორიც არც ერთ მსოფლიო წამყავნ ბრენდსაც კი არ აქვს.

როგორია ბაზარზე არსებული ძირითადი გამოწვევები

მცირე, საშუალო არ აქვს მნიშვნელობა - ეს ამპლიტიდური რხევები არის ძალიან დიდი გამოწვევა. რადგან მნიშვნელოვანია ბიზნესმა შეძლოს ოპერირება თავისი სრული პასუხისმგებლობით ყველა თანამშრომელთან და კადრთან. ჩვენ 50-ზე მეტი დასაქმეული გვყავს საწარმოში. მუდმივად ფიქსირებული ხარჯები საკმაოდ მაღალი გვაქვს. 10 ლოკაცია გვაქვს მოცული სხვადასხვა მოლებში, სადაც ფიქსირებული ყველანაირი გადასახადი ჩვენ ჩვეულებრივად გვიწევს ყოველთვიურად და ტურბულენტობა საკმაოდ რთულია ბიზნესებისთვის, რათა ამ რყევებს გაუძლოს.  მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს ყველა ერთგულ მომხმარებელს, რომელსაც პრიორიტეტში აქვს ჩასმული რომ ადგილობრივი, ქართული პროდუქცია და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.  განსაკუთრებით მაშინ, როცა საწარმოში 96%-ზე მეტი ქალია დასაქმებული 19 წლიდან 50+ ზემოთ და ყველა ასაკს ჩვენ ხელს ვუწყობთ რომ შესაბამის პოზიციაზე დასაქმდეს შეზღუდვების გარეშე. ადგილობრივი ქალების ეკონომიურ დამოუკიდებლობაზეც ზრუნავენ  ჩვენი მომხმარებლები იმ თითოეული პიელის პროდუქტით, რომელიც მათ ხელში უჭირავთ - მადლობა დიდი მათმათზე ვდგავართ და ზუსტად  მათით ვართ ძლიერები.

როგორ აჯამებთ 2024- და როგორია 2025-ის გეგმები, განსაკუთრებით ასორტიმენტის ზრდისა, საქსპორტო ბაზრების გაფართოების მიმართულებით 

2024 წელი იყო ზრდის წელი გამომდინარე იქედან რომ დავამატეთ ახალი ფილიალიეს არის ,,გრანდ მოლის" ფილიალი. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი რომ საქარელო იყოს ევროპული გზაზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გზას კონკრეტულად კომპანია ყველანაირად  მივყვებით  ზუსტად ევროპულ სტანდარტებსგაიდლაინდებს. ჩვენ ევროპაში გაეროს მიერ მიწვეულები ვიყავით საქართველოს საელჩოდან ვენაში და ზუსტად ევროპელებს ვაცნობდით იმ ჩვენს ქვეყანას, სადაც იწარმოება ევროპული სტანდარების და თამამად შემიძლია ვთქვა მათზე მაღალი ხარისხის კოსმეტიკა, რომელიც ნებისმიერ ევროპულ ბრენდს თამამად შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს რომ შეადარონ და თვითონ გააკეთოს შეფასება. ვენელები აღფრთოვანებულები დარჩენენ და მეორე დღეს კიდევ ორმაგად უფრო მეტი რაოდენობებით შეიძინეს ჩვენი პროდუქცია ქართული ადგილობრივი, წარმოების.

ექსპორტის თვალსაზრისით გალთის ქვეყნებში უნდა გავიდეს პროდუქცია წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამასთაან ერთად უნდა განვითარდეთ ადგილობრივ სასტუმროებთან კოლაბორაციაში. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე ლოკაციის დამატებას სხვადასხვა ფილიალებში თბილისისა და საქართველოს მთლიანი მასშტაბით.

 

 

 

 

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები