დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავს Kass Land-ი წალკის კანიონზე

როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავს Kass Land-ი წალკის კანიონზე

31-12-2024 10:00:00

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კომპლექს Kass Land-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ 2024 წელს წალკის კანიონის ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

კომპანია მიმდინარე წელს, ოპერირების დაწყებიდან ყველაზე წარმატებულად აფასებს.

„დეკემბერში რეზორტს შეემატა ახალი 55 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც მოიცავს 53 დელუქს ოთახს, 1 საოჯახო და 2 საპრეზიდენტო ოთახს. სასტუმროში არის სპა-აუზი, საკონფერენციო დარბაზები“,- აცხადებენ კომპანიაში.

2025 წლისთვის კომპანია სიახლეებს გეგმავს. კერძოდ, მიმდინარეობს ატრაქციების პარკის მოწყობა კანიონის ტერიტორიაზე, რომელიც 2025 წელს უკვე გაიხსნება, ხოლო გაზაფხულზე იგეგმება სასტუმროს ოფიციალური გახსნაც.

„განსხვავებული ინფრასტრუქტურა და ბუნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მოგონებებს უქმნის ვიზიტორებს, რაც ჩვენთვის უპირველესი და საამაყოა. ჩვენი მიზანია გავაორმაგოთ ვიზიტორების რაოდენობა მომავალ წელს", - აცხადებენ კომპანიაში.

„კასს ლენდ დაიმონდ რეზორტს“ 11 თვის მონაცემებით 100 000 მდე ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები - რუსეთი, ინდოეთი, ისრაელი, ემირატები, საუდის არაბეთი, სომხეთი , ყაზახეთი, პოლონეთი და ა.შ.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები