PMC კლვევითი ცენტრი საქართველოს ეკონომიკური კლიმატის (II კვარტალი, 2023) მონაცემებს აქვეყნებს.
გამოკითხულმა ექსპერტებმა, შეაფასეს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება (გამოცხადებული 2023 წლის 10 მაისს), მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%- მდე შემცირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა განაკვეთს 11%- ზე.
❑ გამოკითხულთა უმრავლესობა (90%) სრულად ეთანხმება (37%) ან ეთანხმება (53%) ამ გადაწყვეტილებას.
❑ არცერთი მათგანი სრულად არ ეწინააღმდეგება სებ-ის გადაწყვეტილებას 2023 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის ოდნავ შერბილების შესახებ.
ცნობისთვის, „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია.
ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით*.
აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის მაისში.
უახლესი