გერმანულმა საავტომობილო ჟურნალმა Auto Bild-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც თურქული ელექტრომობილი TOGG შეაქო და მას "თურქული Tesla" უწოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთი დიდი ხანია აწარმოებს სხვადასხვა მარკის მანქანებს, მაგრამ ქვეყანას 2018 წლამდე საკუთარი საავტომობილო ბრენდი არ ჰქონდა. თუმცა დღეს თურქეთი TOGG-ის მწარმოებელია და მისი დახვეწის და განვითარების პარალელურად TOGG უფრო მოთხოვნადი და ცნობადი ხდება.
ეროვნული საავტომობილო ბრენდის გაჩენა შესაძლებელი გახდა ექვსი თურქული ინდუსტრიული გიგანტის შერწყმის წყალობით.
TOGG-ის დებიუტი ლას ვეგასში CES ტექნოლოგიის შოუზე გაიმართა. კომპანიამ გემლიკში, ბურსას პროვინციაში საკუთარი ქარხანა ააშენა და დამტენი სადგურების დაყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო . TOGG-ის პირველი მოდელი, T10X, არის საშუალო დონის კროსოვერი, რომელიც კონკურენციას უწევს ელექტრომობილებს ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა Volkswagen, Renault და Tesla. თუმცა TOGG-ის ელექტრომობილები ფასით უფრო ხელმისაწვდომია.
T10X-ის დიზაინზე Pininfarina-მ და Volkswagen-ის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა მურატ გიუნაკმა იმუშავა. ავტომობილი აღჭურვილია მაღალი დონის თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის დიდი ეკრანით და სახის ამომცნობი სისტემით.
TOGG-ის აღმასრულებელი დირექტორი გურკან კარაკასი ამბობს, რომ კომპანია მიზნად ისახავს კონკურენტებს ბორბლებზე ჭკვიანი მოწყობილობის შექმნით აჯობოს. მანქანა აღჭურვილია კამერით, რომელიც ამოიცნობს მძღოლის სახეს Face-ID-ის გამოყენებით, ასევე ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ქმნის უნიკალურ მუსიკას თითოეული მოგზაურობისთვის.
TOGG გეგმავს ევროპის ბაზარზე გამოსვლას 2025 წელს და განიხილავს დსთ-ს ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობას.
უახლესი
27 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის