დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დაიწყება თურქეთში წარმოებული ელექტრომობილის, Togg-ის გაყიდვები ევროპის ბაზარზე

როდის დაიწყება თურქეთში წარმოებული ელექტრომობილის, Togg-ის გაყიდვები ევროპის ბაზარზე

05-08-2024 21:21:00

თურქული კომპანია Togg-ის დაარსებიდან მე-6 წელი გავიდა. როგორც თურქულ მედიაში იწერება, კომპანია ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა, რათა ახდენილიყო თურქული ოცნება და ბაზარზე თანამედროვე, ეროვნული წარმოების ავტომობილები გამოჩენილიყო.

Togg-მა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ბრენდირების, ასევე წარმოების კუთხით.

2018 წლის სექტემბერში შემუშავებულ იქნა T10X პროტოტიპი, ხოლო მისი პირველი ჩვენება 2019 წლის დეკემბერში შედგა.

რესპუბლიკის დღეს, 29 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, გაიხსნა Togg-ის ტექნოლოგიური კამპუსი, რომლის მშენებლობა 2020 წლის 18 ივლისს დაიწყო და პირველი Togg- აწყობა დასრულდა.

2023 წლის 14 მარტს Togg-მა საკუთარი ელექტრომობილების ფასები გამოაცხადა, ხოლო 2023 წლის 29 მარტს წინასწარი შეკვეთის მფლობელები ლატარიით განისაზღვრა. 177 ათასზე მეტი განაცხადის მიღების შემდეგ Togg-მა 2023 წლისთვის დაგეგმილი წარმოების მთლიანი მოცულობა 20 ათასიდან 28 ათას ერთეულამდე გაზარდა.

Togg-ის ელექტრომობილების სერიული წარმოება 2023 წლის მარტ-აპრილში დაიწყო. Togg-ის ლოკალიზაციის მაჩვენებელი წარმოების დაწყებისას 51 პროცენტზე მეტი იყო, მაგრამ სამ წელიწადში მან 68 პროცენტს მიაღწია ბიზნეს პარტნიორები 75 პროცენტი თურქეთიდან არიან და 25 პროცენტი ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

- ბატარეების წარმოება 2025 წელს იგეგმება

. Togg-მა, რომელიც ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბატარეის წარმოებას, Siro-ს ქარხნის მშენებლობა დაიწყო. Siro Silk Road Clean Energy Storage Technologies 2021 წელს Farasis Energy-ა და Togg-ის 50/50 პარტნიორობით დაარსდა.

ამჟამად მიმდინარეობს ბატარეების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი მშენებლობა, სავარაუდოდ, წელს დასრულდება, ხოლო წარმოება 2025 წელს დაიწყება. 2026 წლიდან Siro გახდება ენერგიის შესანახი მოწყობილობების ინტეგრირებული მწარმოებელი, უჯრედების განვითარების ჩათვლით.

2022 წლის 11 ოქტომბერს Togg-მა დააინსტალირა პირველი დამტენები Trugo Smart Charging ბრენდის ქვეშ. მას შემდეგ თურქეთის 81 პროვინციაში დამონტაჟდა 600-ზე მეტი DC და 250 AC დამტენი სადგური.

-ახალი მოდელების შემუშავება

Togg-მა, რომელიც აგრძელებს მუშაობას ახალ მოდელებზე და ახდესT10X-ის მიწოდებას, წარმოადგინა თავისი მეორე ელექტრო ჭკვიანი მოწყობილობის განახლებული ვერსია, საუბარია T10F-ზე, რომელიც კომპანიამ 2019 წელს მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ გამოფენაზე CES 2024-ზე წარმოადგინა. 

T10F ყურადღებას იპყრობს თავისი დიზაინით, გამოიყენება როგორც სუფთა ენერგიის წყარო, მასში გამოყენებულია ასევე ხელოვნური ინტელექტის სისტემები და მართვის ასისტენტები.

- T10F ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთისთვის წლის ბოლოს

T10F არის  სწრაფი მოდელი, რომელიც ასახავს თანამედროვე დიზაინის დინამიკას და აკმაყოფილებს სედანის მოდელების მოლოდინებს. ის სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება თურქეთში მიმდინარე წლის ბოლოდან და მომხმარებელს მიეწოდება მომავალი წლის დასაწყისიდან.

თავისი ახალი ჭკვიანი მოწყობილობებით Togg მიზნად ისახავს 2032 წლისთვის აწარმოოს 5 სხვადასხვა მოდელის 1 მილიონი მანქანა.

ევროპაში Togg-ის გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება

2021 წლის მაისში Togg-მა გერმანიაში Togg Europe GmbH დააარსა, როგორც მისი ევროპული მიზნების ნაწილი.

კომპანია მიზნად ისახავს გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანია ევროპაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები