დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე გაიზარდა თბილისში უძრავი ქონების ფასები - Galt & Taggart-ის კვლევა

რის ხარჯზე გაიზარდა თბილისში უძრავი ქონების ფასები - Galt & Taggart-ის კვლევა

11-02-2025 11:00:00

2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ წერია, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 1.5%-დან 0.5%-მდე შენელდა.

2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 1.5%-დან 0.5%-მდე შენელდა.

2024 წელს თბილისში სულ 3,123.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი ზრდაა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს ტენდენცია დეკემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2 ) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიური 9.0%-იანი შემცირებაა და 17.9%-იანი შემცირება 2023 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლიდან (11.8 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე).

2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე, 1.8 მლნ მ2 საერთო საცხოვრებელი ფართით. ეს 6.7%-ით ნაკლებია 2023 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, თუმცა მაინც მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. 2024 წელს ნებართვების ყველაზე დიდი მოცულობა გაიცა საბურთალოზე (ჯამურის 23%), რასაც მოჰყვება დიდი დიღომი (18%) და სამგორი (17%).

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები