საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 27.6%- ით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
Galt & Taggart-ი კვირის მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის მიზეზებს განმარტავს:
„წინა თვესთან შედარებით რეზერვები, მცირედით, 0.75 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 სექტემბერს“, - ნათქვამია მიმოხოლვაში.
უახლესი