დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე გაიზარდა ყირგიზეთში ექსპორტი

რის ხარჯზე გაიზარდა ყირგიზეთში ექსპორტი

05-09-2024 15:00:00

ყირგიზეთში ექსპორტი 67%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ყირგიზეთში 587,462.99 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გადაზიდა, 2023 წლის 7 თვეში კი ექსპორტმა ამ ქვეყანაში 350,731.50 ათასი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე მაჩვენებლებით, ყირგიზეთში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რაც რეალურად რეექსპორტია. 2024 წლის 7 თვეში ყირგიზეთში ექსპორტის 92%-ი სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყირგიზეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 538,856.04 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 29,890.51 ათასი დოლარი,
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 3,272.20 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,527.54 ათასი დოლარი,
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 1,653.95 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2023 წელს გაიზარდა და ზრდა 2024 წელსაც განაგრძო. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წელს საქართველომ ყირგიზეთში ექსპორტიდან 695,660.99 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები